დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შაბათს საქართველოში შემოვა 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, რომელიც ქვეყანამ შეიძინა და კიდევ 100 ათასი დოზა ჩინური „სინოვაკი“, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა.
საქართველოში ვაქცინირებული ადამიანებიდან 27-ს გვერდითი მოვლენები ან რეაქცია გამოუვლინდა.
1-ლი აპრილიდან, ძველი სანომრე ნიშნებით მოძრაობის შემთხვევაში მძღოლები დაჯარიმდებიან.
როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს პროტესტი არ უნდა გახდეს კარგი საბაბი რუსეთისთვის, საქართველოსთვის დამატებითი უკანონო სანქციების შემოღებისა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ “ასტრაზენკას” ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერი წამალი და ვაქცინა , უნდა შემოდიოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით.ამის შესახებ ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო “BUSINESS TIME”-ს განუცხადა.
თბილისში 52 წლის ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო "ფაიზერისგან" ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.
2021 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -8,3 %-ია,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.