Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23169 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 158 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი , პროფესორი გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს და იმ პირებს ვინც ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებლები არიან.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ ეკლესიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხა , საქართველოს ეკლესია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა და მოსახლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასებისა, რომლის თანახმად, მთლიანი ექსპორტი 2.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდული ტემპით - 23.3%-ით გაიზარდა.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანის თქმით, დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ არის და პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ღამე იყო საკმაოდ მძიმე, ახლა მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა, წამოვიდა ტემპერატურა, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია”, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.
გავრცელებული ინფორმაციით ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.