პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტით 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი.
შრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შრომის ინსპექცია მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით.
4 დეკემბერს, განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან, საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა.
2022 წლის 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო გახდება, თუმცა როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, 6 დეკემბრიდან მოქალაქეებს საჭირო პროცედურების გავლა ნებაყოფლობით შეეძლებათ.
„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ვულოცავ მას და მთლიანად საქართველოს ამ წარმატებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეხმაურება საქართველოს მთავრობის მარცხს რუსულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ საარბიტრაჟო დავაში და აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო დავას აგრძელებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.
„ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 66.8 მლნ დოლარი შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.