2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12,822 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით მეტია.
გთხოვთ შეეშვათ ჭორაობას! - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა სწრაფი აღდგენის გზაზეა, ხოლო ლარის კურსი ეტაპობრივად გამყარდა.
"კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით დასრულდა.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილია და ეს უნდა იქცეს საერთო ეროვნული თანხმობის საკითხად. ამის შესახებ მან დღეს, 16 დეკემბერს, მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ისაუბრა.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომ “ნამახვანჰესი” აშენდება იმ შემთხვევაშიც, თუ პროექტიდან ამჟამინდელი ინვესტორი “ენკა” გავა. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში ისაუბრა.
აზერბაიჯანში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ბაქოში მიმდინარე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმს დაესწრო, სადაც გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სამმხრივი ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამმა ქვეყანამ კერძო სექტორთან ერთად პანდემიის რთული პერიოდის გადალახვა და მომავალ თანამშრომლობაზე აქცენტირება შეძლო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა, რომლის დროსაც ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნა განხილული.