ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ერთადერთი რაც რუსეთს შეუძლია, არის ის, რომ დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს, - ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე Facebook-ზე წერს.
1-ელი თებერვლიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში შესვლა ფასიანი გახდება. როგორც bm.ge-ს ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ განუცხადა, სწორედ ამ დროიდან სამსახურში აღდგებიან ის მოლარე-ოპერატორები, რომლებსაც 2020 წელს ხელშეკრულებები დაუმთავრდათ და სამსახურიდან დროებით გათავისუფლდნენ.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცმები გამოაქვეყნა.
ევროკავშირის ყოფილი ელჩი მოსკოვში მაიკლ ემერსონი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს ევროკავშირში და ქვეყნის ევრინტეგრაციის ხელშესაწყობად საჭიროა ბრიუსელსა და თბილისს შორის ნდობის აღდგენა.
ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 142%-ით მეტი 2012 წელთან შედარებით.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პოსტპანდემიურ პერიოდში რეგიონში სტაბილურობის კუნძულად დარჩა.
გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე 57%-მდე შემცირდა, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
„ადგილობრივი ბიზნესის თავს კარგად უნდა გრძნობდეს, თუმცა პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მეხორბლეების განცხადებას.
დღეიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის ავტომატური აღიარება მოხდება.