საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.
ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველიოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია.
დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
წლის ბოლომდე საქსტატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალს წარადგენს – ამის შესახებ საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს მთავრობას ინვესტორებისთვის საკმაოდ წონადი პორტფელი აქვს მომზადებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებთან ერთად, უწყების მიმდინარე წლის შედეგები შეაჯამა და 2022 წლის გეგმები განიხილა.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც უწყება 23.3 მილიონ ლარად 9,000 ლეპტოპის შესყიდვას გეგმავს. შემდგომში კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს უნდა გადაეცეთ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაიყვანეს 1 130 437 მგზავრი.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათისა და წყლის სახელმწიფო კონტროლის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ნედლი რძის მწარმოებელი და შემკრები 58 პუნქტიდან ბრუცელოზი 13 ობიექტზე დადასტურდა.