ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გუდაურში, კომპანია „რედკო დეველოპმენტის“ პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიაში მიიღი მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.
გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს 4%-ით, 2023 წელს კი - 3.5%-ით გაიზრდება, რაც გასული წლის 5.5%-იან ზრდასთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ,ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, საჭიროა მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით.
მესტიაში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა სვანებმა პირობა დადეს, რომ მაინერებს გამორთავენ. ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემა აქვს, რისი მიზეზიც ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებაა, რაც თავის მხრივ გამოწვეულია სვანეთში კრიპტოვალუტების მოპოვებით/მაინინგით. ეს საქმიანობა განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ ამ რეგიონში იმიტომ არის, რომ ადგილობრივები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან.
ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა 80 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
„ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დუბაიში, "ექსპო 2020 დუბაიზე" საქართველოს ეროვნული დღის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 წლიური კონფერენცია, 2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.