2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1042,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 37,5 ათასი ტონით, ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.
"აზარტულ თამაშებზე დაწესებული შეზღუდვები ბიუჯეტზე ნამდვილად არ აისახება უარყოფითად, რადგან ჩვენი ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება და ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ კარგად ივსება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან მიდის. მისი თქმით, მუშაობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში, ჯანდაცვის მიმართულებით გააგრძელებს.
მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომელიც წინა წელთან შედარებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 3.2%-ით გაზარდას ეხმიანება.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
"ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს" - ასე პასუხობს საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე კითხვას - როდის მიეცემათ ღამის კლუბებს საქართველოში მუშაობის შესაძლებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 6 დეკემბრიდან, შესაძლებელია “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია და მართვის მოწმობის აღება. “AM” კატეგორია მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს.
ბოლო 9 წლის განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი 5-ჯერ გაიზრდა - AAWE ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (American Association of Wine Economists - AAWE) აშშ-ში, 2012 წლის შემდეგ, ქართული ღვინის იმპორტის 5-ჯერ ზრდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მომავალი წლიდან პენსიის მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 310 000 000 ლარით, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.