„2022 წლიდან ჩვენი სააგენტო კიდევ ერთ, სრულიად ახალ - ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამას ვიწყებთ“, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
გამოქვეყნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აჭარის მთავრობის მიერ სამსახურებრივი ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯვა არაერთ შემთხვევაში არამიზნობრივად ხდება.
"ჩვენ თუ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებელი ენერგეტიკულად, ზუსტად ამ ტიპის ობიექტები უნდა აშენდეს", – ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ Forbes Talk-თან ინტერვიუში,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეერთებული შტატების საელჩო იუწყება, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაახლობით 310 000 აშშ დოლარის ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
საქსტატმა დღეს უმუშევრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 60 წელს ზემოთ ასაკის 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 332,41%-ით მეტია.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 8.413 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 93%-ით ნაკლებია. აღნიშნულ პერიოდში 8.273 მლნ კვტ.სთ საქართველომ რუსეთიდან მიიღო, 0.139 მლნ კვტ.სთ - აზერბაიჯანიდან.
ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი Catapult VC შემოდის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 50 მილიონიან ფონდს Catapult Georgia One-ს დააფუძნებს.