საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები იმართება.
საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს, 11:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.