გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება, - ამის შესახებ საელჩს განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება , - ამის შესახებ ევროპარლამენტარების მარინა კალიურანდის, სვენ მიკსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ფაიზერის მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჯირო, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავცელების შემთხვევებით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.
ისრაელის ვაქცინაციის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ასაკოვან მოსახლეობას შესთავაზონ მესამე ბუსტერული დოზა.
პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 712 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 972 PCR ტესტით.
საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ მოხსნილიყო ყველა შეზღუდვა და არ ყოფილიყო „ლოქდაუნი“. სახელმწიფო ამაზე წამოვიდა. ახლა ზოგიერთები ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.