საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, მიმისნტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას დეპუტატ თაკო ჩარკვიანის რეპლიკის პასუხად განაცხადა, რომ ის შოუს მინისტრიც არის.
"შოუც კულტურის ნაწილია, მე შოუს მინისტრიც ვარ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა სხდომაზე თაკო ჩარკვიანს პარლამენტში არშესვლაზე ძველი განცხადებების ჩანაწერები ჩაურთო, რაზეც ჩარკვიანმა უთხრა, "ნუ დგამთ შოუს".