
მკაცრად ვგმობთ თბილისში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას, რამაც, სამწუხაროდ, LGBTQI+ „პრაიდის მარშის“ გაუქმება გამოიწვია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოდან პაციენტების ექსპორტი აღარ განხორციელდება", - აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის დანერგვის შესახებ საუბრისას გააკეთა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 PCR ტესტით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს, ადმინისტრაციული წესით 100 პირი დააკავეს, მათგან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, ხოლო 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმ უმძიმესი დღის შემდეგ, როცა ჩვენ ყველას ძალიან გარკვევით და საგანგაშო სისასტიკით და მასშტაბით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა მთავრობამ, რომ მზადაა შეეკრას და დაგეგმოს პროპუტინისტურ ჯგუფებთან ერთად ან უბრალოდ სიძულვილზე აღზრდილ ადამიანებთან ერთად ეს ძალადობა და ამ პროპუტინისტურ ჭაობში ჩატოვოს ქვეყანა, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება. ადგილზე სამართალდამცველები ავტობუსებით მიიყვანეს.