ბიზნეს ლიდერებთან კვარტალურ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ახლა ემზადება მასშტაბური კიბერშეტევისთვის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიით ვრცელდება.
სიტყვით გამოსვლისას, ბაიდენმა დაადასტურა რუსეთის მიერ, ჰიპერსონური რაკეტების გამოყენების ფაქტი და ინი აღნიშნა, რაც მეტად ცდილობს პუტინი კედლის მეორე მხარეს დამალვას, მით უფრო მკაცრი ტაქტიკა შეიძლება გამოიყენოს.
ბაიდენმა გააფრთხილა დიდი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები, რომ გააძლიერონ კიბერუსაფრთხოება უახლოეს დღეებში და დაიცვან საკუთარი ინფრასტრუქტურა.
"თუ შეამჩნიეთ, რუსეთმა ახლახან გაუშვა ჰიპერსონური რაკეტა, რადგან ეს არის ის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ. როგორც ყველამ იცით, ეს არის ეფექტური იარაღი, ისეთივე ქობინით, როგორც ნებისმიერი სხვა გამშვები რაკეტა, სხვა რაკეტებისგან ის იმით განსხვავდება, რომ მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია."– განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა გაიმეორა გაფრთხილება, რომ რუსეთი სავარაუდოდ ჩაატარებს ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციებს, მათ შორის არ არის გამორიცხული უკრაინაში ქიმიური იარაღის შეტევის შესაძლებლობა.
ბაიდენის თქმით, როცა რუსეთი იწყებს საუბარს რომ ნატო, უკრაინა ან აშშ აპირებს რაღაც გააკეთოს, ეს ნიშნავს, რომ იგივეს გასაკეთებლად თვითონ ემზდება და "ეს ხუმრობად არ უნდა მივიღოთ".
"პუტინი კედელის უკან იმალება. ის არ ელოდა ჩვენი ერთიანობის მასშტაბსა და სიძლიერეს და რაც უფრო მეტად ცდილობს კედლის მეორე მხარეს დამალვას, მით უფრო მკაცრი ტაქტიკა შეიძლება გამოიყენოს". –განაცხადა გაიდენმა.