ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.
შესაბამისი შესწორება შევიდა საქართველოში მედიის თავისუფლებების დაღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციაში.
რეზოლცუიის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს თავის შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს. მიუთიტებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.
ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნეს კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავსსაქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ.
წყარო: ნეტგაზეთი