global distribution
გარე ავეჯი
რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.
 
„ფაქტები კი ასეთია:
 
1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
 
2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
 
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
 
2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
 
ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატო-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.
 
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.
615