კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დღეს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა. პესკოვის თქმით, უცნაურია პუტინის წინააღმდეგ ბაიდენისგან ბრალდებების მოსმენა, რომელიც იუგოსლავიის დაბომბვისა და ხალხის მკვლელობის მოწოდებით გამოდიოდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში, ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას, უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა დიქტატორი, "ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში", – თქვა ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყასაბი უწოდა. ასეთი განცხადება მან ვარშავაში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ბრიუსელში გამართულ ნატო-ს საგანგებო სამიტზე ალიანსის წევრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" კომუნიკეს ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.