
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კიევში პრესკონფერენციაზე შეეხო ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან უკრაინის თავზე ცის დახურვის მოთხოვნას, რასაც ის რამდენიმე დღეა, მსოფლიო ლიდერებთან აყენებს.

კიევის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების კონტექსტში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს დეტალურად განუცხადა მოსკოვის ფუნდამენტური მიდგომები და პირობები.

ჩვენ მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდით, თუ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციას, მსახიობებს და ჟურნალისტებს, - ამის შესახებ რრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში. განაცხაა.

რუსეთის დაბომბვის შედეგად ოდესასთან სავაჭრო გემი Helt-ი ჩაიძირა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა
საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად ოდესასთან სავაჭრო გემი Helt-ი ჩაიძირა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა განაცხადა.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის სივრცეში, რაც ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელისმოწერისას განაცხადა.

ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვასაგან წევრობის შესახებ განაცხადის მისაღებად მზადაა, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს.

„გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგებლების კომენტარებით, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრიანის მოვლენებთან აკავშირებენ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

7-8 მარტს ჰააგაში უკრაინის საქმეზე მოსმენა გაიმართება. ინფორმაცია საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ სურთ, ბელარუსი უკრაინის ომში ჩაითრიონ.