პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და ეს სრული აბსურდია. მისი თქმით, არჩევნებში მოგებით ხალხისგან განმტკიცებული მანდატი მიიღო.
"რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი, პირიქით, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის პირობა რომელიც ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე. მე ერთ შეგახსენებთ, რომ მე შარშან თებერვალში გავხდი პრემიერმინისტრი, მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში, გავიმარჯვეთ მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას, ასე რომ თქვენი შეკითხვაც უადგილოა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს შემთხვევაში კი აღიარა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.