დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით მოხდება. ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ ჯენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებულია მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს.
მე არ წარმომიდგენია, უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში მის „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან ბორის ჯონსონისგან ოფიციალური წერილი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ტანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნას ჯერჯერობით არ განიხილავს.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარიმ განაცხადა, რომ თურქეთი დაიცავს მონტროს წესებს, სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში არ გაუშვებს.
საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა.