
დღეს, 3 მარტს, ონლაინ პრესკონფერენციის დროს, ბრიტანელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს რუსეთის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულზე კითხვა დაუსვა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ გრძნობს „პოლიტიკურ მარტოობას“.

16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც უკრაინელებმა გადაიტანეს, მათ შეეშინდებათ ან დანებდებიან, მან არაფერი იცის უკრაინაზე.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან რუსეთის პირველი სატანკო არმია გაანადგურა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შემოჭრის შემდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა თითქმის 9000 შედგენს. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის გადაწყვეტილებით, რუს სამხედრო ტყვეებს მათ დედებს გადასცემენ, თუ ისინი უკრაინაში შვილების დასაბრუნებლად პირადად ჩავლენ.

კიევის სხვადასხვა უბანში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო. ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ძლიერი სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელიც სამხრეთის რკინიგზის სადგურთან ახლოს არის.

რუსეთის უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის გამო, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ სისხლის სამართლის დაანაშაულის აღძვრის მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა "ტვიტერზე" დაწერა.