
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი სავარაუდოდ, 3 მარტს გაიმართება.

შვედეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის 4-მა საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

როგორც უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. უკრაინის დელეგაციამ, კიევი უკვე დატოვა, ახლა გზაში იმყოფებიან და ალბათ დილით ადგილზე იქნებიან.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ საზოგადოებაში გაჩენილი შიში რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების შესახებ გადაჭარბებულია და ადაიანებში პანიკა არ უნდა დავთესოთ. ამის შესახებ ალადაშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-თან განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, თურქული დრონების, Bayraktar-ების ახალი პარტია უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია.

ყოფილი პრემიერი, ვანომერაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ის აქტიურადაა ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე ეტაპის სავარაუდო თარიღი დაასახელა. როგორ მან ოფისში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა, მოლაპარაკებები, შესაძლოა, დღეს, 2 მარტს გაიმართოს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მესამე მსოფლიო ომი მოხდება, ეს იქნება დამანგრეველი ბირთვული ომი.

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული გაერთიანება იუწყება, რომ Anonymous-ის ერთ-ერთმა ჯგუფმა, NB65-მა დაჰაკა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი და რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ სადაზვერვო სატელიტებზე.

უმძიმესი ღამის მერე, კიევსა და ჩერკასში განგაშის ხმა ისევ ისმის და მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიაც ავრცელებს.