შსს-ს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა, ამ მომენტისთვის, ლიკვიდირებულია, თუმცა ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.
ხანძარია სამეგრელოშიც - სენაკის ქრონიკის ინფორმაციით, ამ წუთებში, ძველი აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცეცხლი ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, დაახლოებით 2 ჰექტარამდე თხილნარს უკიდია.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ განცხადება შოლცმა მოქალაქეებთან შეხვედრისას გააკეთა.
ინდოეთში ახალი ვირუსული ინფექცია "პომიდვრის" გრიპი გავრცელდა, - ინფორმაციას Thewashingtonpost ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის ორ მილიონამდე გაზრდის განკარგულება გასცა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გაძლიერებული ძალებით გრძელდება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ხანძარია ამ წუთებში რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
ცეცხლის ლოკალიზება ამინდზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებთან დაკავშირებით განუცხადა.
სწორედ ახლა ვხედავთ მომენტს, როდესაც უკრაინამ რუსეთს უნდა დაარტყას, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მონიტორებმა სტადიონზე „დინამო არენა“ მოწევის წესის დარღვევა დააფიქსირეს, – ამის შესახებ აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.